კასილიასმა უარყო, რომ გეია - მას ესპანელ მსახიობთან აქვს რომანი

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასმა უარყო, რომ გეია. დღეს მის "ტვიტერში" პოსტი დაიდო, სადაც გამოქვეყნდა, რომ ჰომოსექსუალია. მას "ბარსელონას" ექს-მცველი კარლეს პუიოლი გამოეხმაურა: "მოვიდა დრო ჩვენი ისტორია გავამჟღავნოთ, იკერ".

თუმცა შემდეგ კასილიასმა "ტვიტერზე" პოსტი წაშალა და დაწერა, რომ აკაუნტი გაუტეხეს: "აკაუნტი გამიტეხეს. საბედნიეროდ, ყველაფერი წესრიგშია. ყველა მომხმარებელს ბოდიშს ვუხდი და რა თქმა უნდა, ლგბტ საზოგადოებას".

იკერ კასილიასი 2021 წლის 12 მარტს მეუღლეს, სარა კარბონეროს გასცილდა, რომელთანაც ორი საერთო შვილი, მარტინი და ლუკასი ჰყავს. ესპანეთში ამტკიცებენ, რომ იკერს რომანი აქვს მსახიობ
ალეხანდრა ონიევასთან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
"ლგბტ საზოგადოებაზე" ბოდიშის მოხდა არ დაგავიწყდეს!!!
ზურა
15:33 14-03-2024
0
ჰოლანდიელების ნახელავი... ჩაკვდით ვერასდროს ვერ ეღირსებით იმ მსოფლიო თასს
Espaneti.
07:14 10-10-2022
0

სიახლეები პოპულარული