"რეალი" 16 წლის ბრაზილიელის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
"რეალი" "პალმეირასის" 16 წლის თავდამსხმელ ენდრიკის სამსახურით დაინტერესდა.

El Debate-ის ცნობით, ენდრიკმა "პალმეირასთან" ახლახან ხელშეკრულება 2025 წლამდე გააგრძელა, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 60 მილიონი ევროა. "სამეფო კლუბი" მზადაა ტრანსფერში 35-40 მილიონი  გადაიხადოს.

ფიფას წესების მიხედვით, ენდრიკს არ აქვს უფლება, "რეალში" იქამდე გადავიდეს, სანამ სრულწლოვანი არ გახდება, მაგრამ მადრიდულ კლუბს შეუძლია წინასწარი შეთანხმება გააფორმოს, როგორც ეს ვინისიუსისა და როდრიგოს შემთხვევაში გააკეთა.

ენდრიკით აგრეთვე პსჟ-ია დაინტერესებული, თუმცა ფეხბურთელის გარემოცვა უპირატესობას "რეალს" ანიჭებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამაზე ადრეც იყო საუბარი და ეს 16 წლის არ გაიზარდა? სულ 16 წლის როგორ არის.
ტიტე
21:42 01-11-2022
0
ქვეყანაც უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე,რომ უფრო იოლი იყოს ცივილურ სამყაროსთან კავშირის დამყარება. ევროკავშირის წევრობას ტყუილა არ ითხოვენ ან ევროპასთან ახლოს ყოფნა ბევრ პრივილეგიას აძლევს ქვეყანას და მათ შორის ფეხბურთიც განვითარდებიდა უფრო მეტი სელექციონერი ჩამოვიდა, უფრო მეტ ქართველ და უცხოელ ინვესტორს მოუნდებოდა ფეხბურთში ფულის ჩადება, რაც ისევ ადგილობრივი ჩემპიონატის დონის ამაღლებას გამოადგებოდა, საქართველოს უფრო კარგად გაიცნობდნენ და არ ვიქნებოდით მარტო ხვიჩას და მამარდას იმედზე. ბიზნესი უნდა გავათავისულოთ წნეხიგან და ქვეყანა უნდა გავაძლიეროთ ჯერ
Haaland
21:41 01-11-2022
1

სიახლეები პოპულარული