ბუსკეტსი "ბარსელონადან" შესაძლოა, იანვარშივე წავიდეს

AutoSharing Option
"ბარსელონა" გუნდის ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა შესაძლოა, იანვარშივე დატოვოს. თუ 34 წლის ფეხბურთელი MLS-ში იანვარში გადავა, შესაძლებელი იქნება, სეზონი ჩემპიონატში თავიდანვე დაიწყოს. 

ეს ამბავი კი "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელ ჩავის არ აწყობს და ცდილობს, ფეხბურთელი სეზონის დასრულებამდე მაინც შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ ბუსკეტსი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მისი "ბარსელონადან" წასვლა უკვე გადაწყვეტილია. სერხიომ კარიერა ესპანეთის ნაკრებში უკვე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული