"უბრალოდ, ილოცე" - ტრიპიემ მოჰყვა, რას ავალებდა სიმეონე მესის შესაჩერებლად

AutoSharing Option
ამჟამად "ნიუკასლში" მობურთავე კირან ტრიპიემ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ის მადრიდის "ატლეტიკოში" ირიცხებოდა, ლიონელ მესი კი "ბარსელონას" ღირსებას იცავდა.

ინგლისელმა მცველმა მოჰყვა, რას ავალებდა "როხიბლანკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე არგენტინელი ვარსკვლავის შესაჩერებლად:

"ყველაფერი ძალიან სახალისოა... სიმეონე ჩვენი მწვრთნელი იყო, მესი კი - მისი თანამემამულე. ის "ბარსელონასთან" მატჩამდე მეუბნებოდა, ლეოს პატიოსნად ვერ შეაჩერებო...

უბრალოდ, მიდი და ილოცე, სხვა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, ის უნიკალურია და რაიმეს ორგანიზება მის შესაჩერებლად შეუძლებელიაო", - ციტირებს ტრიპიეს Goal.com-ი.