ლა ლიგის მე-16 ტურში „რეალი“ გასვლაზე „ვილიარეალთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები შესვენების შემდეგ პინომ დააწინაურა. მე-60 წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე ფოიტს მოხვდა და ბენზემამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ მსაჯმა ალაბას მიერ ბურთზე ხელით შეხებისთვის თერთმეტმეტრიანი უკვე სტუმართა კარში დანიშნა და ჟერარ მორენომ თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ბოლოს "რეალი" შტურმზე გადავიდა, კუთხურისას მოწინააღმდეგის საჯარიმოში მეკარე კურტუა ჩავიდა, ბურთს დანჯუმა დაეუფლა და სწრაფი კონტრიერიშისას ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
„რეალი“ 38 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 11
რაც შეეხება „ვილიარეალს“, ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 27 ქულით მე-5 ადგილზეა და 14 იანვარს ვიგოში „სელტას“ შეხვდება.
. პრიმერას ისტორიაში „სამეფო გუნდის“ სასტარტოში არც ერთი ესპანელი არ იყო.
ვილიარეალი. „სერამიკა“. 21 088 მაყურებელი
ვილიარეალი - რეალი 2:1
გოლები: 1:0 პინო (47), 1:1 ბენზემა (60, პენ), 2:1 ჟერარ მორენო (63, პენ)