სტუმრებმა მასპინძლებს მხოლოდ 58 წუთი გაუძლეს, რის შემდეგაც კატალონიურმა გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და გაიმარჯვა.
„ბარსას“ ნახევარმცველმა ბუსკეტსმა მერვე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
„ბარსელონა“ 53 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 8 ქულით უსწრებს და 13 თებერვალს სტუმრად „ვილიარეალს“ შეხვდება.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 77 987 მაყურებელი
ბარსელონა - სევილია 3:0
გოლები: 1:0 ალბა (58), 2:0 გავი (70), 3:0 რაფინია (79)