5-გოლიანი თრილერი ესპანეთში - "სოსიედადმა" "ესპანიოლთან" ძლივს მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში "სოსიედადი" "ესპანიოლს" ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.

სტუმრებმა პირველ ტაიმში ტაკეფუსა კუბოს მიერ 23-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგეს.

მეორე ნახევარში, 51-ე წუთზე, ალექსანდრ სორლოტმა სხვაობა ორბურთიანი გახადა, 63-ე წუთზე კატალონიელთა მცველმა ლეანდრო კაბრერამ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა და ბასკების უპირატესობა უვკე სოლიდური გახდა.

"ესპანიოლმა" გაიბრძოლა და სერჟი დარდერის მიერ 74-ე და ბრაიან ოლივანის მიერ 87-ე წუთებზე გატანილი გოლებით სხვაობა მინიმალური გახადა, თუმცა ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

ამრიგად, 21 ტურის შემდეგ "სოსიედადი" 42 ქულით მე-3 ადგილს
იკავებს. შემდეგ შეხვედრას 18 თებერვალს, "სელტა ვიგოსთან" ჩაატარებს.

"ესპანიოლი" 21 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფება, 19 თებერვალს კი "ელჩეს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული