ბენზემას ჰეთ-ტრიკი 7 წუთში - "რეალმა" "ვალიადოლიდი" გაანადგურა

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტურში „რეალმა“ სახლში „ვალიადოლიდს“ 6:0 სძლია.

ბენზემამ ჰეთ-ტრიკი 7 წუთში შეასრულა - მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 14 გოლია და "სამეფო კლუბის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 11 სეზონში 20+ გოლი გაიტანა.

„რეალი“ 59 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ 12 ქულით ჩამორჩება. „სამეფო გუნდი“ „ბარსას“ 5 აპრილს თასზე გასვლაზე შეხვდება, ხოლო 8 აპრილს ჩემპიონატზე „ვილიარეალს“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ვალიადოლიდი 6:0
გოლები: 1:0 როდრიგო (22), 2:0 ბენზემა (29), 3:0 ბენზემა (32), 4:0 ბენზემა (36), 5:0 ასენსიო (73),
6:0 ვასკესი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 1 /
დალიონ ეხლა ვალიდოლი...
თაზო
11:17 06-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული