აზარმა ბოლო 1,5 წელში პირველად მიიღო საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა - ის ლა ლიგაში ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ვალიადოლიდი" 7:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში 2022 წლის 11 სექტემბრის შემდეგ "სამეფო გუნდის" შემადგენლობაში მოედანზე ედენ აზარი პირველად გამოჩნდა.

ბელგიელი 65-ე წუთზე ქარიმ ბენზემას ნაცვლად გამოვიდა და 90-ე წუთზე ლუკას ვასკესს შედეგიანი გადაცემა გაუკეთა.

სათქმელია ისიც, რომ 32 წლის ფეხბურთელმა საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა ბოლო 1,5 წელში პირველად მიიღო - ის ლა ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
ასევე დაგაინტერესებთ