ფლიკი "ბარსელონასთან" ძალიან ახლოს - მხარეებს შორის შეთანხმება შედგა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "ბარსელონას" ჰანს-დიტერ ფლიკი ჩაიბარებს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რის მიხედვითაც, გერმანელი კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

"ბლაუგრანამ" მოქმედი თავკაცის, ხავის გათავისუფლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ესპანელმა განაცხადა, რომ ფინანსური სიძნელეების გამო კატალონიელები "რეალს" კონკურენციას ვერ გაუწევდნენ.

სავარაუდოდ, ხავის ბოლო მატჩი 26 მაისს გასვლაზე "სევილიას" წინააღმდეგ შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული