ლაშქრობა "სუპერლიგელების" წინააღმდეგ - ჩეფერინს უკვე "რეალი" აინტერესებს

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ადრე სუპერლიგის პროექტში დარჩენილი სამი კლუბიდან ორზე, "იუვენტუსსა" და "ბარსელონაზე" გააკეთა კომენტარი, ახლა კი "გაძეტა დელო სპორტთან" განაცხადა, რომ საინტერესოა, რას შეიტყობენ მესამის, "რეალის" თაობაზე:

"ეს პროექტი მხოლოდ საგაზეთო პუბლიკაციებისა და ცალკეული დაინტერესებული პირებისთვის არსებობს. მათ სურთ, უეფასთან მოლაპარაკების შემთხვევაში თავიანთი პოზიციების განსამტკიცებლად რაღაც გააკეთონ, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ აქ განსახილველი არაფერია.

სააგენტო А22 Sports-ის თანამშრომლებთან შეხვედრაზე დავთანხმდი და კლუბების წარმომადგენლებისა და ფანთა გაერთიანებების მიწვევა შევთავაზე. კარლ-ჰაინც რუმენიგემ ეს ზუსტად აღწერა: "თქვენთვის ეს ვატერლოო იქნება".

"იუვენტუსთან"
ისტორია ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. მინდა აღვნიშნო, რომ კლუბს პატივისცემით ვეკიდები, ისევე, როგორც ყველას, ვინც სუპერლიგასთანაა დაკავშირებული. ეს დიადი კლუბებია, რომლებიც გაცილებით მეტს წარმოადგენენ, ვიდრე მათი ლიდერების ინიციატივები. თუ კლუბის ხელმძღვანელობა ცუდ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე სრულად კლუბის წინააღმდეგ ვიმოქმედებ, მით უმეტეს, ფეხბურთელთა და ფანთა წინააღმდეგ.
თუმცა, საინტერესოა: სამი კლუბიდან, რომელთაც თავი ფეხბურთის გადამრჩენლებად წარმოუსახიათ, ერთის წინააღმდეგ ბიუჯეტის მაქინაციების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მეორეს სამსაჯო კომიტეტის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ფულის გადარიცხვაში ადანაშაულებენ. ვნახოთ, იქნება თუ არა კიდევ რამე მესამე კლუბთან დაკავშირებით.

საინტერესოა იმის ნახვა, როგორ გადაარჩენენ ფეხბურთს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
სუპერლიგა შესდგა მიუხედავად იმისა თუ რას ილაპარაკებენ ფიფას და უეფას კორუფციონერი
"ჯენტლმენები". არ სურთ რომ თბილი და დიდი ფულის მომტანი თანამდებობები დაკარგონ.ფედერაციები პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს სამოყვარულო და საბავშვო სპორტს და არა მილიარდერის მომტან ევროლიგებსა თუ მსოფლიო თასებს.
თემო
04 აპრილი 2023 22:42
17
Temo ra superliga shesdgao ras idzaxi??rodis Ari tamashebi gvitxari aba uyuro minda..shena rogori formatia es chveni qartuli klubebi mand mainc moxvdebian rodismee?
Gel-100
25 ივნისი 2023 21:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული