სულ სხვა ცხოვრება - რას საქმიანობს ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონაში" გვარდიოლას პირველი შენაძენი იყო

AutoSharing Option
მალელი ნახევარმცველი სეიდუ კეიტა ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება - მოედანზე ყოველთვის ძალიან ბევრს შრომობდა.

საინტერესოა, რომ ის "ბარსელონაში" 2008 წელს პეპ გვარდიოლას პირველი შენაძენი გახდა. აფრიკელმა ჯამში "ბლაუგრანას" მაისურით 188 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"კამპ ნოუს" დატოვების შემდეგ 2012 წელს სათამაშო დროის ძიებაში კეიტა გადავიდა ჩინურ კლუბ დალიან აერბინში", ორ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია ცენტრალური ნახევარმცველისთვის.

2014 წელს კეიტა "ვალენსიასა" და "რომაში" თამაშობდა. სწორედ "ჯალოროსიში" ასპარეზობის
დროს მოხდა ინციდენტი "რეალის" მცველ კეპლერ პეპესთან. მალელმა პორტუგალიელს ხელი არ ჩამოართვა, თავისი საქციელი კი ასე განმარტა:

"როდესაც "ბარსელონაში" ვთამაშობდი, პეპე მაკაკის მეძახდა. სწორედ იმ მომენტიდან მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი ნაბიჭვარია.

ამაზე ადრე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ ღირდა, მაგრამ ახლა მინდა გავმარტო, თუ რა გახდა ჩემი საქციელის მიზეზი".

სეიდუ პენსიაზე გავიდა 2017 წელს, 37 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც კიდევ ერთი სეზონი გაატარა კატარულ "ელ-ჯაიშში".

რას საქმიანობს კეიტა კარიერის დასრულების შემდეგ? - ბოლო დროს, მშობლიურ მალიში ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ქარხნის მშენებლობაზე მუშაობს. პანდემიის დროს კი სეიდუ აქტიურად ეხმარებოდა მშობლიურ ქვეყანას ფულით.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ ფეხბურთელსა და მის მეუღლეს ზუბაიდას ოთხი შვილი ჰყავთ, ამიტომ ის დიდ დროს უთმობს ოჯახს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო! ღირსეული ადამიანი ყოფილა!
ვახო...
17:11 14-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული