"რეალი" 33 წლის ხოსელუს შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
"რეალი", რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და ლა ლიგაზე პირველობა "ბარსელონას" დაუთმო, გაძლიერებას საჭიროებს. Relevo-ს ცნობით, "სამეფო გუნდი" "ესპანიოლის" 33 წლის თავდამსხმელ ხოსელუს დაიმატებს.

მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ხოსელუ ქარიმ ბენზემასთვის კონკურენტად სჭირდება.

ხოსელუმ ამ სეზონში პრიმერაზე 15 გოლი გაიტანა, კონტრაქტი "ესპანიოლთან" 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, 26 მარტს კი ესპანეთის ნაკრებში ნორვეგიასთან სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა.

ხოსელუ "რეალისთვის" უცხო ფეხბურთელი არაა, "კასტილიაში" ორ სეზონში 24 გოლი გაიტანა, მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კი ორჯერ პირველ გუნდში მიიწვია. ის კარვახალის სიძეა.

"ესპანიოლს" სეგუნდაში გავარდნის
შემთხვევაში, ხოსელუსთვის ხელფასის გადახდა გაუჭირდება, ხოლო "რეალს" მისი შეძენა ძვირი არ დაუჯდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული