"რეალმა" ნახევარმცველ ედენ აზართან 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
აზარი "რეალმა" 2019 წელს 115 მილიონ ევროდ შეიძინა და "სამეფო გუნდში" 76 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბელგიელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში 392 წუთი ითამაშა, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და შეიძლება ფეხბურთელის კარიერა დაასრულოს.
"რეალი" აგრეთვე მარკო ასენსიომ და მარიანო დიასმა დატოვეს.