ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი "დორტმუნდიდან" "რეალში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული კლუბის საიტი ავრცელებს.
ტრანსფერში "დორტმუნდი" 103 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელინგემს "რეალი" კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს.
19 წლის ბელინგემმა გასულ სეზონში ბუნდესლიგის 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებს.