ჯუდ ბელინგემი "რეალში" 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

AutoSharing Option
ჯუდ ბელინგემი მადრიდის "რეალში" 5-ნომრიან მაისურს მოირგებს. ესპანურმა გუნდმა ინგლისელი ნახევარმცველი უკვე წარადგინა.

შეგახსენებთ, "ბლანკოსში" ამ ნომრით ერთ დროს ლეგენდარული ზინედინ ზიდანი თამაშობდა, ჯუდისთვის კი კერპი სწორედ ზიდანია.

"მინდა დამსწრე საზოგადოებასა და ონლაინმაყურებლებს მადლობა გადავუხადო. დღეს მე ისტორიაში საუკეთესო გუნდს შევუერთდი და ამით ძალიან ვამაყობ. დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემ აქ გადმოსვლაში მონაწილეობა მიიღეს. მადლობა "დორტმუნდს", "ბირმინგემს", ადამიანებს, რომლებიც ჩემი განვითარებისთვის მუშაობდნენ".

შეგახსენებთ, ბელინგემის სანაცვლოდ "რეალის" ხელმძღვანელობამ გერმანულ მხარეს 103 მილიონი ევრო გადაუხადა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰაზარ..პერეს სად მიქარე ჰალანდი რო არ იყიდეე..
სიმართლე
23:18 15-06-2023
0
თარსი კატა, შავი კატაო!
ვფიქროვ, ვერ გაამართლებს...
ლაშა
15:15 15-06-2023
3

სიახლეები პოპულარული