დე ლაურენტისმა თავისას მიაღწია - "ნაპოლი" "კვარას" შემცვლელის დამატებასთან ძალიან ახლოსაა

AutoSharing Option
"ნაპოლი" "დორტმუნდიდან" კარიმ ადეიემის დამატებასთან ახლოსაა, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" "ყვითლებს" "გერმანელი შემტევის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროსა და ბონუსებს გადაუხდის. ადეიემი "ნაპოლიში" კვარაცხელიას შეცვლის.

მოგეხსენებათ, თავდაპირველად ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ალეხანდრო გარნაჩოს გადაბირება სურდა და "მანკუნიანელებს" 50 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" ახალგაზრდა არგენტინელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო მოითხოვეს, რაზეც კინოპროდიუსერმა კატეგორიული უარი განაცხადა.

თავდაპირველად "დორტმუნდი" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

23
წლის ადეიემმა მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 13 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"დე ლაურენტისი ტრანსფერით იმედგაცრუებულია, მაგრამ არა ხვიჩას გაშვების გამო" - რას წერს იტალიური მედია "ნაპოლის" მფლობელზე?

altფედელე: კვარაცხელიამ დე ლაურენტისის ზეწოლას გაუძლო და ბოლომდე ჯენტლმენად დარჩა

alt"თავიდან ხვიჩას წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ახლა კი.." - კონტემ დე ლაურენტისი გააფრთხილა

მკითხველის კომენტარები / 5 /
უარს იტყოდ გარნაჩოზე კანეშნა, თხა ვიყიდე თხა გავყიდე გამოზდის კვარა და გარნაჩო და მაგან თუ ფული არ მოიგო ეგრე სადაა.DDDD
ტტტ
19:02 25-01-2025
1
ფეხბურთი სავარაუდოდ ვეღარასდროს დაუბრუნდება კრეატივ. ჩავის, ინიესტას, რიკელმეს, ზიდანის, რონალდინიოს, კიჭა რონალდოს და ა.შ. მსგავსი ფეხბურთელები მოგონებად დარჩება, მაგრამ კვარასნაირ დრიბლიორებსაც რომ აადეიემის მსგავსები ურჩევნიათ, იმიტომ დარჩა მხოლოდ რამოდენიმე გუნდს საკუთარი ხელწერა, დანაჩენი ყველა მსგავსს თამაშობს და ვინც უკეთ შეასრულებს ის იგებს. არადა ეს სპორტი კრეატივისთვის და ინდივიდუალისტების გამოა საყურებელი, თორემ დღევანდელი თამაშების 7 წუთიან მიმოხილვას უყურებ და საკმარისია.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული