AS-ის ცნობით, უკრაინის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი არტიომ დოვბიკი შეიძლება მალე "დნიპრო 1"-დან "ჟირონაში" გადავიდეს.
კატალონიური გუნდის მწვრთნელ მიჩელს და კლუბის ხელმძღვანელობას მოსწონთ დოვბიკის თამაში და თვლიან, რომ "ტატი" კასტელიანოსის შეცვლა შეუძლია.
მიუხედავად "დნიპრო 1"-თან და "მიდტიულანდთან" რთული მოლაპარაკებებისა, რომელსაც შესაძლო გაყიდვიდან თანხის 50% ეკუთვნის, ჟირონა" ტრანსფერის განხორციელებაში დარწმუნებულია. "ჟირონას" მფლობელი City Group-ი აქტიურადაა ჩართული მოლაპარაკებებში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჟირონა" "დნიპრო 1"-ს 6 მილიონ ევროს გადაუხდის და ცალკე შეუთანხმდება თანხაზე "მიდტიულანდს".
გასულ სეზონში 29 მატჩში გატანილი 24 გოლით დოვბიკი
უკრაინის პრემიერლიგის ბომბარდირი გახდა.
"ჟირონას" ღირსებას უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი ვიქტორ ციგანკოვი იცავს.