"ატლეტიკომ" თავდამსხმელ ალვარო მორატას ხელშეკრულების 2027 წლის ივნისამდე გაგრძელება შესთავაზა, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".
გუნდის მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან საუბრის შემდეგ მორატას გუნდში დარჩენა აქვს გადაწყვეტილი.
მორატა "ატლეტიკომ" 2019 წლის იანვარში "ჩელსისგან" იჯარით აიყვანა, 2020 წლის 1-ელ ივნისს კი მისი კონტრაქტი 35 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
მორატას "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. Тransfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 20 მილიონია.
მორატას "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. Тransfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 20 მილიონია.