რუსეთიდან გააღწია - ზახარიანი "სოსიედადში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
20 წლის ნახევარმცველი არსენ ზახრიანი მოსკოვის "დინამოდან" "სოსიედადში" გადავიდა, - ამის შესახებ ბასკური კლუბი იტყობინება.

"სოსიედადმა" წარმოშობით სომეხ ფეხბურთელს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. მოსკოვის "დინამო" ტრანსფერში დაახლოებით 13 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს, რაც ფეხბურთელის წარმატებულ თამაშზე იქნება დამოკიდებული.

ზახარიანი სან-სებასტიანურ გუნდში 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ტრავმის გამო პენსიაზე გასულ დავიდ სილვას შეცვლის.

ზახარიანი ორი წელი ცდილობდა რუსეთის დატოვებას და ევროპულ კლუბში გადაბარგებას, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობის გამო პრობლემა ექმნებოდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია,ზახარიანი.ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და უკვე ახლავე,აშკარად გამოირჩეოდა,მოსკოვის დინამოში,თანაც უკვე მეორე წელია,რაც დროგამოშვებით ვუყურებ ხოლმე დინამოს თამაშს და შარშანაც გამორჩეული იყო.
სოსო
23:41 20-08-2023
2
აგერ ზახარიანს საერთოდ არ უთამაშია ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი,მაგრამ მშვენიერ ჩემპიონატში და გუნდში მოხვდა!!! აი ჩვენ ფეხბურთელებს და მათ აგენტებს რა ემართებათ???მეორე ლიგის გუნდებში რომ გადადიან სათამაშოდ!!!
სოსო
16:59 20-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული