
„ღამურების“ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ბევრი სამუშაო არ ჰქონია და მიმდინარე სეზონში მეოთხედ შეინახა კარი მშრალად - შეფასებები: sofascore 7.0, flashscore 7.0, whoscored 6.9.
„ვალენსიამ“ პრიმერაზე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 23 ნოემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა, 16 ქულით მეცხრამეტე პოზიციაზეა და 27 იანვარს გასვლაზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 40 791 მაყურებელი
ვალენსია - სოსიედადი 1:0
გოლი: დურო (26)