ბელინგემი "რეალის" ახალი რონალდოა? - "სამეფო გუნდმა" ისევ გაიმარჯვა

AutoSharing Option
ლა ლიგის მესამე ტურში „რეალმა“ გასვლაზე „სელტას“ 1:0 სძლია.

„სამეფო გუნდში“ პირველად ითამაშა მეკარე კეპამ, რომელსაც მესამე წუთზე გაუტანეს, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მსაჯმა დაასკვნა, რომ იქამდე მას მაისურზე ლარსენმა მოქაჩა და გოლი გააუქმა. მეათე წუთზე მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო სტუმართა თავდამსხმელმა ვინისიუსმა და შეცვალეს.

67-ე წუთზე პირისპირ გასული როდრიგო საჯარიმოში მეკარე ვილიარმა წააქცია, პენალტი თავად „დაზარალებულმა“ შეასრულა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. თუმცა, შემდეგ ბელინგემმა თავით დალაშქრა მასპინძელთა კარი და მადრიდელებს გამარჯვება მოუპოვა. მან ჩემპიონატის მესამე მატჩში მეოთხე გოლი
გაიტანა.

20 წლის ინგლისელი "სამეფო კლუბმა" ამ ზაფხულში "დორტმუნდისგან" 103+31 მილიონ ევროდ შეიძინა.

„რეალი“ 9 ქულით ლიდერია და 2 სექტემბერს  „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

ვიგო. „ბალაიდოსი“. 23 057 მაყურებელი
სელტა - რეალი 0:1
გოლი: ბელინგემი (84)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგნიტები შეხსენით, თანაბარ პირობებში რომ იყვნენ მოთამაშეები და ვნახოთ
გ.შ.
11:41 26-08-2023
8

სიახლეები პოპულარული