ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის, ლუის რუბიალესის დედა ანხელის ბეხარი აცხადებს, რომ ეკლესიაში შიმშილს მანამ გააგრძელებს, სანამ მის შვილზე "დაუნდობელი ნადირობა" არ შეწყდება. ქალბატონის თქმით, სიკვდილისთვისაც მზად არის.
"მე მინდა, რომ ამ გოგონამ (ერმოსომ) სიმართლე თქვას. კარგად ვარ, არაფერი მიჭირს, ახლა ნება მომეცით, ვილოცო. ღმერთის ძლიერ მწამს და სამართალს ვითხოვ. ეკლესიაში იქამდე დავრჩები, სანამ ჩემი სხეული ცოცხალი იქნება, სამართლიანობისთვის სიკვდილისაც არ მეშინია. ჩემი შვილი წესიერი ადამიანია", - უთხრა ბეხარმა ჟურნალისტებს.
ლუის რუბიალესმა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ გუნდის ფეხბურთელ
ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა. ფიფამ ფუნქციონერი ფეხბურთს 90 დღით ჩამოაშორა, სანამ გამოძიება მიმდინარეობს და ერმოსოსთან კონტაქტი აუკრძალა. ლუისის დედამ კი გუშინ, 28 აგვისტოს, მონტილის ეკლესიაში შიმშილობა დაიწყო.
დიდება საქართველოს!