"ბარსელონამ" 8 წუთში თამაში 0:2-დან შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეექვსე ტურში „ბარსელონამ“ სახლში „სელტას“ 3:2 სძლია.

81-ე წუთამდე სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლეს. კატალონიურმა გუნდმა ზედიზედ 6 მატჩი საერთო ანგარიშით 21:6 მოიგო.

„ბარსას“ ნახევარმცველმა დე იონგმა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და ნოემრამდე ვერ ითამაშებს.

„ბარსელონა“ „ჟირონასთან“ ერთად ლიდერია (16-16 ქულა აქვთ) და 26 სექტემბერს გასვლაზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება. დღეს „რეალი“ „ატლეტიკოს“ შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას დიბრუნებს.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“. 43 272 მაყურებელი
ბარსელონა - სელტა 3:2
გოლები: 0:1 ლარსენი (19), 0:2
დუვიკასი (76), 1:2 ლევანდოვსკი (81), 2:2 ლევანდოვსკი (85), 3:2 კანსელუ (89)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული