"ბარსელონაში" მაიძულებდნენ, თქვი, რომ მესი საუკეთესოაო; ახლა სიმართლეს ვიტყვი..." - ბოატენგმა კატალონიურ გრანდში გატარებულ პერიოდზე სკანდალური განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
ცნობილმა განელმა ნახევარმცველმა კევინ-პრინც ბოატენგმა "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდზე სკანდალური განცხადება გააკეთა. აფრიკელი "ბლაუგრანაში" 2019 წელს ნახევარი სეზონით იჯარის წესით თამაშობდა.

"მახსოვს, როდესაც "ბარსელონაში" მივედი, მაშინვე მკითხეს, ვის ვთვლიდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. უნდა მეთქვა, რომ ის ლიონელ მესი იყო, რაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტყუილი იქნებოდა, მე კი ტყუილებს თითქმის არ ვამბობ. მაგრამ ეს გავაკეთე, რადგან მხოლოდ ამ გზით ჩავიცვამდი "ბლაუგრანას" მაისურს.

ახლა სიმართლეს ვიტყვი... თინეიჯერობის პერიოდიდან ყოველთვის მადრიდის "რეალის" ქომაგი ვიყავი და კრიშტიანო რონალდო ძალიან მიყვარს, მაგრამ მითხრეს, რომ თუ
ამის შესახებ ვისაუბრებდი, არ ვითამაშებდი.

მესი კაპიტანია, მაგრამ თითქმის არ გელაპარაკება. ერთხელ საშხაპეში შემეკითხა, ძნელი იყო თუ არა იტალიაში გოლის გატანა. მაშინ კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსში" ასპარეზობდა და ამ ორ ვარსკვლავს შორის მეტოქეობა გრძელდებოდა.

ლეოს ვუთხარი, რომ პორტუგალიელის იტალიაში ყოფნა და "იუვენტუსის" მაისურით ყოველ ტურში გატანა გაცილებით ძნელია. ხალხი ივიწყებს იმას, რაც მან ტურინში ყოფნის პერიოდში გააკეთა", - თქვა ბოატენგმა FIVE podcast-ის ეთერში.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მაიძულებდნენო რას ნიშნავს, მე ზინედინ ზიდანის გულშემატკივარი ვიყავი,მაგრამ მესი რომ ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია ამას რა დაძალება და კამათი უნდა. რონალდოც მაგარია,რონალდინიოც,ზიდანიც,მაგრამ მესი ძალიან ზემოთ არის
საქართველო
23:43 04-10-2023
13
ლეომ ამისი ძმა რო ააყირავა და კარიერა დაასრულებინა, ეტყობა აღარ იცის რა ილაპარაკოს ისეთი გამწარებულია :)
ჰა ჰაა
14:06 04-10-2023
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული