"ბარსელონაში" მაიძულებდნენ, თქვი, რომ მესი საუკეთესოაო; ახლა სიმართლეს ვიტყვი..." - ბოატენგმა კატალონიურ გრანდში გატარებულ პერიოდზე სკანდალური განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
ცნობილმა განელმა ნახევარმცველმა კევინ-პრინც ბოატენგმა "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდზე სკანდალური განცხადება გააკეთა. აფრიკელი "ბლაუგრანაში" 2019 წელს ნახევარი სეზონით იჯარის წესით თამაშობდა.

"მახსოვს, როდესაც "ბარსელონაში" მივედი, მაშინვე მკითხეს, ვის ვთვლიდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. უნდა მეთქვა, რომ ის ლიონელ მესი იყო, რაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტყუილი იქნებოდა, მე კი ტყუილებს თითქმის არ ვამბობ. მაგრამ ეს გავაკეთე, რადგან მხოლოდ ამ გზით ჩავიცვამდი "ბლაუგრანას" მაისურს.

ახლა სიმართლეს ვიტყვი... თინეიჯერობის პერიოდიდან ყოველთვის მადრიდის "რეალის" ქომაგი ვიყავი და კრიშტიანო რონალდო ძალიან მიყვარს, მაგრამ მითხრეს, რომ თუ
ამის შესახებ ვისაუბრებდი, არ ვითამაშებდი.

მესი კაპიტანია, მაგრამ თითქმის არ გელაპარაკება. ერთხელ საშხაპეში შემეკითხა, ძნელი იყო თუ არა იტალიაში გოლის გატანა. მაშინ კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსში" ასპარეზობდა და ამ ორ ვარსკვლავს შორის მეტოქეობა გრძელდებოდა.

ლეოს ვუთხარი, რომ პორტუგალიელის იტალიაში ყოფნა და "იუვენტუსის" მაისურით ყოველ ტურში გატანა გაცილებით ძნელია. ხალხი ივიწყებს იმას, რაც მან ტურინში ყოფნის პერიოდში გააკეთა", - თქვა ბოატენგმა FIVE podcast-ის ეთერში.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ლეომ ამისი ძმა რო ააყირავა და კარიერა დაასრულებინა, ეტყობა აღარ იცის რა ილაპარაკოს ისეთი გამწარებულია :)
ჰა ჰაა
14:06 04-10-2023
24
აქამდე მესი მიყვარდა,მაგრამ დამეკარგა წარმოდგენა.
როგორ კაცო-ბოატენგს არ ელაპარაკებოდა?
ტყუილი იქნება,მიჭირს დაჯერება.სიგარეტს ძლივს შევეშვი და ისევ დავიწყებ ახლა მოწევას.
საათნახევარი ხო მაინც მივსდიე ჯანსაღ ცხოვრების წესს
Levani
13:47 04-10-2023
16

სიახლეები პოპულარული