"ბარსელონაში" მაიძულებდნენ, თქვი, რომ მესი საუკეთესოაო; ახლა სიმართლეს ვიტყვი..." - ბოატენგმა კატალონიურ გრანდში გატარებულ პერიოდზე სკანდალური განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
ცნობილმა განელმა ნახევარმცველმა კევინ-პრინც ბოატენგმა "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდზე სკანდალური განცხადება გააკეთა. აფრიკელი "ბლაუგრანაში" 2019 წელს ნახევარი სეზონით იჯარის წესით თამაშობდა.

"მახსოვს, როდესაც "ბარსელონაში" მივედი, მაშინვე მკითხეს, ვის ვთვლიდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. უნდა მეთქვა, რომ ის ლიონელ მესი იყო, რაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტყუილი იქნებოდა, მე კი ტყუილებს თითქმის არ ვამბობ. მაგრამ ეს გავაკეთე, რადგან მხოლოდ ამ გზით ჩავიცვამდი "ბლაუგრანას" მაისურს.

ახლა სიმართლეს ვიტყვი... თინეიჯერობის პერიოდიდან ყოველთვის მადრიდის "რეალის" ქომაგი ვიყავი და კრიშტიანო რონალდო ძალიან მიყვარს, მაგრამ მითხრეს, რომ თუ
ამის შესახებ ვისაუბრებდი, არ ვითამაშებდი.

მესი კაპიტანია, მაგრამ თითქმის არ გელაპარაკება. ერთხელ საშხაპეში შემეკითხა, ძნელი იყო თუ არა იტალიაში გოლის გატანა. მაშინ კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსში" ასპარეზობდა და ამ ორ ვარსკვლავს შორის მეტოქეობა გრძელდებოდა.

ლეოს ვუთხარი, რომ პორტუგალიელის იტალიაში ყოფნა და "იუვენტუსის" მაისურით ყოველ ტურში გატანა გაცილებით ძნელია. ხალხი ივიწყებს იმას, რაც მან ტურინში ყოფნის პერიოდში გააკეთა", - თქვა ბოატენგმა FIVE podcast-ის ეთერში.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მაიძულებდნენო რას ნიშნავს, მე ზინედინ ზიდანის გულშემატკივარი ვიყავი,მაგრამ მესი რომ ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია ამას რა დაძალება და კამათი უნდა. რონალდოც მაგარია,რონალდინიოც,ზიდანიც,მაგრამ მესი ძალიან ზემოთ არის
საქართველო
04 ოქტომბერი 2023 23:43
13
ლეომ ამისი ძმა რო ააყირავა და კარიერა დაასრულებინა, ეტყობა აღარ იცის რა ილაპარაკოს ისეთი გამწარებულია :)
ჰა ჰაა
04 ოქტომბერი 2023 14:06
24
აქამდე მესი მიყვარდა,მაგრამ დამეკარგა წარმოდგენა.
როგორ კაცო-ბოატენგს არ ელაპარაკებოდა?
ტყუილი იქნება,მიჭირს დაჯერება.სიგარეტს ძლივს შევეშვი და ისევ დავიწყებ ახლა მოწევას.
საათნახევარი ხო მაინც მივსდიე ჯანსაღ ცხოვრების წესს
Levani
04 ოქტომბერი 2023 13:47
16
ლევან ძმაო! მეც რამდენი ხანია, რაც მოწევას თავი დავანებე და ამ ამბის მერე, ისევ არ დავიწყე მოწევა? ეს რა გამიკეთა, კევინ პრინც- ბოატენგმა? გიო.
ლევანის
04 ოქტომბერი 2023 14:33
6
ლეოს, სულ მარცხენა ფეხზე არ კიდიხარ?
პრინცულას.
04 ოქტომბერი 2023 12:20
10
ამ ჩემისა ქოსა ტყუილას, ეხლა გაახსენდა ეგ ტყუილი?
/////
04 ოქტომბერი 2023 12:04
8
ძალიან მეჯავრებიან იმ ადამიანთა კატეგორია, რომლებიც უსირცხვილოდ ამბობენ, რო "ცოვრებაში არასოდეს მითქვამს ტყულიო". არ არსებობს ადამიანი, ვისაც ტყუილი არ უთქვამს, აბსოლუტურად ყველა ვიტყუებით და ვერავინ დამარწმუნებს, რო ეს ასე არ არის. და კიდევ ინტერვიუებში ზოგი, რო კატეგორიულად აცხადებს, ვერ ვიტან "ტყუილს და ღალატს" ესეც თავისებურად მაგარი ტყუილია! თუ არ ცრუობ და არ ღალატობ, მაშინ უმრავლესობას სამოთხეში გვიცხოვრია და ეგ არის რა?!
ლაშა
04 ოქტომბერი 2023 11:34
12
აბა აბა ბიჭო ეს ტირანი მესი როგორ ჩაგრავდა ამ საწყალ კაცს. რაც შეეხება ლაპარაკს ზოგს ბევრი ლაპარაკი გამოსდის კარგად და ზოგს კიდე ფეხბურთის თამაში ))
ზურიკო
04 ოქტომბერი 2023 11:21
4
ბოღმიჩას ზღაპრები
გიორგი
04 ოქტომბერი 2023 10:48
11

სიახლეები პოპულარული