"რეალმა" 20 წლის ნახევარმცველ ედუარდო კამავინგას კონტრაქტი გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაცია "სამეფო კლუბმა" საიტით გაავრცელა.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, კამავინგა "რეალში" 2029 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
კამავინგა "რეალში" 2021 წელს გადავიდა და მის რიგებში ყველა ტურნირზე 114 მატჩში მიიღო მონაწილეობა.