"რეალი" მბაპეს გაფორმებას ამ ზამთარსავე შეეცდება

AutoSharing Option
AS-ის ინფორმაციით, "რეალი" პსჟ-ის ფორვარდის, კილიან მბაპეს გაფორმებას ამ ზამთარსავე შეეცდება.

2024 წლის 1-ელ იანვარს, მას შემდეგ, რაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსენება, მადრიდელთა წარმომადგენლები ფრანგი ფეხბურთელის დედასთან და ამავდროულად აგენტთან, ფაიზა ლამარისთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

"სამეფო გუნდი" აპირებს, რომ მბაპეს 2-კვირიანი ვადა მისცეს და გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა კარიერას "რეალში".

"ბლანკოსს" სიტყვიერი შეთანხმება არ სურს და გუნდის მიზანია, რომ კილიანთან წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგრად გააცურა პსჟ-მ წინა წელს, ვითომ ერთულების ბონუსი უნდა მიეცათ 150 მილიონი და ამაზეც უარი ათქმევინეს, ეს თუ ამ სატრანსფერო ფანჯარაშიც არ გადავიდა გამოდის რომ თავში ტვინის მაგივრად ჩალა ჰქონია.
მამუკა
21:28 06-12-2023
0
დააყრიან ეხლა ისევ 150 მილიონს და დარჩება პსჟ-ში,და გაიტანს გოლებს მეცს და ლე ავრს))))
მეგრელი
20:08 06-12-2023
0

სიახლეები პოპულარული