ვინისიუსი ისევ თავის სტიქიაშია - "ატლეტიკომ" "რეალი" თასიდან გამოაგდო

AutoSharing Option
ესპანეთის თასის მერვედფინალში „ატლეტიკომ“ სახლში დამატებით დროში „რეალი“ 4:2 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა და „რეალის“ წარმომადგენლები თვლიან, რომ მსაჯმა გილერმე კუადრო ფერნანდესმა მასპინძელთა სასარგებლოდ რამდენიმე შეცდომა დაუშვა.

კვლავ შეხლა-შემოხლა ჰქონდა მოედანზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელ ვინისიუსს. ერთ-ერთ ეპიზოდში ბრაზილიელი უკმაყოფილო დარჩა იმის გამო, რომ აუტის ხაზთან ბურთი ბიჭმა დროულად არ მიაწოდა, არბიტრთან ჩივილი დაიწყო და ყვითელი ბარათი მიიღო. დამატებითი დროის დაწყების წინ კი ვინისიუსი „ატლეტიკოს“ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ეკამათა, რომელსაც არ მოეწონა, როგორ აღნიშნა მან
82-ე წუთზე ხოსელუს გატანილი გოლი. მათ შორის ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩადგნენ და ჩხუბის საშუალება არ მისცეს.

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“

ატლეტიკო - რეალი 4:2 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0 ლინო (39), 1:1 ობლაკი (45+1, საკ. კარში), 2:1 მორატა (57), 2:2 ხოსელუ (82), 3:2 გრიზმანი (100), 4:2 რიკელმე (119)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთერთი ყველაზე უსიამოვნო ტიპი რაც მოედანზე მინახავს. თან გასდის, რადგან მასთან საქმის დაჭერა არავის უნდა - არიან ეგეთი ტიპები ძალით რომ გაცემინებს თავს და მერე პრობლემები გაქვს მაგ პროვოკატორის გამო.
არტ
11:57 20-01-2024
0
Ramdenadac kargi pegburtelia imdenac cidi pirovnebaa,msajebic dzalian uprtxildebian am provokators!!!
L.J .
20:32 19-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული