მასპინძლები ბევრს უტევდნენ და 18 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ვიტორ როკემ შეცვლაზე შესვლისთანავე სადებიუტო გოლით დააწინაურა. შემდეგ როკესთან უხეშობის გამო სტუმართა კაპიტანმა უნაი გარსიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "ბარსამ" გაიმარჯვა.
„ბარსელონა“ 47 ქულით მესამე ადგილზეა და 3 თებერვალს გასვლაზე „ალავესს“ დაუპირისპირდება.
ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“. 37 888 მაყურებელი
ბარსელონა - ოსასუნა 1:0
გოლი: როკე (63)
გაძევება: უნაი გარსია (67, ოსასუნა)
"როდესაც ეს ვთქვი, გამანადგურეს" - ხავი "ბარსელონას" ქომაგებზე გაბრაზებულია