მოგეხსენებათ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ფრანგი "სამეფო გუნდს" ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტასტუსით შეუერთდება.
მას უნდა, რომ "ბლანკოსმა" ევრო 2024-ის დაწყებამდე, 14 ივნისს წარადგინოს. ინფორმაციისთვის, როდესაც კრიშტიანო 2009 წელს "რეალში" გადავიდა, მის პრეზენტაციას "სანტიაგო ბერნაბეუზე" 85000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
მბაპეს სურვილია, რომ ახლა მისი პრეზენტაციის დროს არანაკლები ადამიანი მოვიდეს.