"შეწყვიტეთ გამოძიება!" - ბელინგემი, სავარაუდოდ, აღარ დაისჯება

AutoSharing Option
The Sun-ი წერს, რომ "ხეტაფეს" ფორვარდმა მეისონ გრინვუდმა თავისი თანამემამულის, ჯუდ ბელინგემის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტა მოითხოვა.

ადრე გავრცელებული ცნობით, ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩში, სადაც "რეალმა" "ხეტაფეს" გასვლაზე 2:0 სძლია, ბელინგემმა გრინვუდს მოძალადე უწოდა.

"სამეფო გუნდის" ფეხბურთელის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა და იყო მოსალოდნელი, რომ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც მიეღო, მაგრამ ახლა საქმის გაგრძელება და გამოძიების დასრულება არც სავარაუდო დაზარალებულს სურს.

მოგეხსენებათ, გრინვუდი გაუპატიურებაში იყო ბრალდებული, რის გამოც რამდენიმე წლით ფეხბურთიდან იყო მოკვეთილი. გამართლების შემდეგ კი ის იჯარით "მანჩესტერ იუნაიტედიდან"
"ხეტაფეში" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოითხოვდა შეწყვეტას, აბა რა იქნება. ინგლისის ნაკრები რომ ბელინგემის გარეშე დარჩეს, მეისონას დაკუნთული სხეული უშველის ნაკრებს?
კოლა
29 თებერვალი 2024 17:49
2
Judisgan gansxvavebit adamianurad moiqca!!!
L.J .
28 თებერვალი 2024 13:28
6
Veswrebodi brat :))))
L.J .
29 თებერვალი 2024 18:28
2
შენნ რა იცი ჯუდი როგორ მოიქცა?
გიორგი
29 თებერვალი 2024 16:39
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული