"რეალის" გამო საკუთარი ქორწილი გადადო, საცოლე კი აღარ ელაპარაკება - მექსიკელი ფანის უცნაური ისტორია

AutoSharing Option
"რეალის" მექსიკელმა ფანმა ალან რეიესმა cadenaser-ის ეთერში უცნაური ისტორია მოჰყვა. როგორც მისი საუბრიდან ვიგებთ, რეიესმა თავისი ქორწილი გააუქმა, რათა თავისი საყვარელი გუნდის მატჩს დასწრებოდა.

"დღეს ჩემი ქორწილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როდესაც ბილეთი ვიყიდე, ვერ მივხვდი, რომ შეხვედრისა და ქორწილის თარიღები დაემთხვა.

მაშინვე გავაკეთე ის, რასაც მადრიდის "რეალის" ნებისმიერი გულშემატკივარი გააკეთებდა. დავრეკე ეკლესიაში, გავაუქმე ქორწილი, საჭმელი, მუსიკა და დისკო, რის შემდეგაც ჩემი კლუბის მატჩის სანახავად წავედი.

ჩემი საცოლე არ მელაპარაკება, თუმცა არც მე ვეხვეწები, რადგან თუ ვუყვარვარ, ამას მაპატიებს, რადგან იცის,
რომ სიცოცხლის ბოლომდე "რეალთან" ვიქნები დაკავშირებული", - თქვა 22 წლის რეიესმა.

ინფორმაციისთვის, მექსიკელი ფანი "რეალისა" და "დორტმუნდის" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას დაესწრო, რომელსაც მადრიდელები 0:2 აგებდნენ, თუმცა შემდეგ 5 უპასუხო გოლი გაიტანეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სხვა გზა აღარ რჩება, მაშინ რეალი უნდა მოიყვანოს ცოლად... დარწმუნებული ვარ, პაპიც აკურთხებს ამ ქორწინებას... ნეტა ჩვენს გუნდებსაც თუ გამოუჩნდებიან მთხოვნელები?!...
დდდ
16:51 24-10-2024
5

სიახლეები პოპულარული