დიდი მზადება მადრიდში და სავარაუდოდ, რეკორდის მოხსნა - "რეალი" დღეს მბაპეს ოფიციალურად წარადგენს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" დღეს გუნდის ახალწვეულ კილიან მბაპეს ოფიციალურად წარადგენს და რამდენიმეწლიან საგას დაასრულებს.

ესპანეთის დედაქალაქში ამ ღონისძიების მიმართ დიდი მოლოდინია. "სანტიაგო ბერნაბეუზე" პრეზენტაციაზე დასწრების ბილეთები რამდენიმე საათში რეკორდული სისწრაფით გაიყიდა.

მოსალოდნელია, რომ სტადიონზე 85 000 ადამიანი იქნება და კრიშტიანო რონალდოს წარდგენის რეკორდიც კი მოიხსნება.

მბაპე მე-9 ნომერს აირჩევს. ის ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კონტრაქტს გააფორმებს და თბილისის დროით 15:00 საათზე გულშემატკივართა თვალწინ მისი წარდგენაა ჩანიშნული.

ამის შემდეგ კილიანი უკვე "სანტიაგო ბერნაბეუს" საპრესკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლებს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მბაპე ძალიან მაგარი ფეხბურთელია,მასთან რეალში მოთამაშე ყველა ფეხბურთელს გაუჭირდება კონკურენცია,ის ნამდვილად გახდება რეალის ისეთივე ვარსკვლავი,როგორებიც იყვნენ ზიდანი და რონალდუ.ისედაც ძალიან პოზიტიური ბიჭია,დარწმუნებული ვარ მადრიდელებმა საყვარელი ფეხბურთელი იქნება.
დათო
16 ივლისი 2024 12:39
2
ამ ევრომაც გამოაჩინა საერტოდ არ ღირს მაგდენი და პლიუს დიდხნიანი ჩავარდნა მასაც შეიხზლება ქონდეს რომლიც 1 თვეც შეიძლება გაგრძელდეს თან როცა იძახის ჩემი საოცნებო რეალიოა და ფულის გულიზა წლები მაინც არ გადმოდის კეპად რატო უნდა გაიხადო
ნოდო
16 ივლისი 2024 11:49
6
აბა ჯუდი და ვინი, როგორ გაინაწილებთ კილიანთან ლიდერობას?!
აი, საკითხავი ეს არის!
16 ივლისი 2024 11:15
0
დაჭამენ ერთმანეთს და ეგ იქნება.
გიგა
16 ივლისი 2024 12:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული