ვეტერან უკანახაზელს 1-წლიან კონტრაქტს ვიგოს "სელტა" სთავაზობს. პეპეს ყოფილი კლუბი "პორტო" გახლდათ, რომელიც ამ ზაფხულს დატოვა და თავისუფალი აგენტია.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა გულშემატკივარს თავი სწორედ ლა ლიგიდან და მადრიდის "რეალში" გატარებული პერიოდით დაამახსოვრა.
გასულ სეზონში პეპემ "პორტოს" რიგებში ყველა ტურნირზე 34 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.