უილიამსის ცდუნებას მაღალი ანაზღაურებით ცდილობენ - თავად ფეხბურთელს "ბარსელონაში" სურს

AutoSharing Option
Sport.es-ი წერს, რომ "ბილბაოსა" და ესპანეთის ნაკრების 22 წლის ვინგერ ნიკო უილიამსს ფრანგული და ინგლისური გუნდები ფინანსურად ძალიან მაცდუნებელ წინადადებებს უკეთებენ.

ამავე წყაროს ცნობით, ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტი მაინც "ბარსელონაა", რადგან კატალონიური გრანდის მაისურის მორგება თავად ახალგაზრდა შემტევს სურს.

უილიამსი რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა და თავისი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიც იყო. მან 6 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული