ბარახა გადააყენეს - მამარდაშვილის "ვალენსიას" მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი იქნება?

AutoSharing Option
"ვალენსიამ" წარუმატებელი ასპარეზობის გამო მწვრთნელი რუბენ ბარახა სამუშაოდან დაითხოვა, - ამის შესახებ ესპანური კლუბი საიტით იტყობინება.

"ვალენსიამ" ბარახას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მან გუნდი 2023 წლის თებერვალში ჩაიბარა, კონტრაქტი კი 2026 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. სახელდება "ღამურების" მწვრთნელის პოსტზე სხვადასხვა კანდიდატურები, რომელთა შორის პრიორიტეტული კიკე სანჩეს ფლორესია. El Chiringuito-ს ცნობით, "ვალენსიას" მასთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას. ის ამ გუნდს 2005-2007 წლებში ედგა სათავეში.

"ვალენსია", რომლის ღირსებასაც გიორგი მამარდაშვილი იცავს, ცხრამეტი ტურის შემდეგ ლა ლიგაში 12 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე
ადგილზეა და 4 იანვარს „რეალს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბარახა საქართველოს ნაკრებში!
გია
12:11 24-12-2024
2
საინტერესოა. სანჩესი როგრ შეხედავს მამარდას
დათო მოგელაძე
07:09 24-12-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული