"რონალდო, სახლში წადი" - "ვალიადოლის" ფანების პროტესტი ლეგენდარული ბრაზილიელის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ლა ლიგის 21-ე ტურში "ვალიადოლიდმა" "რეალს" უმასპინძლა და კილიან მბაპეს ჰეთ-თრიქით 0:3 დამარცხდა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში "ვალიადოლიდის" ფანებმა კლუბის ბრაზილიელი მფლობელის ლეგენდარული რონალდოს საწინააღმდეგო ბანერი გამოფინეს და გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.

"ვალიადოლიდი" 15 ქულით ლა ლიგის ბოლო საფეხურზე იმყოფება და გადამრჩენ ზონას 5 ქულა აშორებს.