ლუნინმა შესაძლოა, კარიერა თურქეთის ჩემპიონატში განაგრძოს

AutoSharing Option
თურქული Sporx-ის ინფორმაციით, "გალათასარაის" "რეალის" 26 წლის უკრაინელი მეკარის ანდრეი ლუნინის დამატება სურს და ამისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციასაც ამზადებს.

სტამბოლურ გუნდს სეზონის ბოლოს ვეტერანი ურუგვაელი კიპერი ფერნანდო მუსლერა ტოვებს და "ბლანკოსის" ამჟამინდელი კარის დარაჯიც მის შემცვლელად განიხიხლება.

თურქები ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში აპირებენ.

მიმდინარე სეზონში ლუნინმა ჯამში ყველა ტურნირზე "რეალის" ფორმა 10 შეხვედრაში მოირგო, სადაც 13 გოლი გაუშვა და 4 მატჩში კარი "მშრალად" შეინახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული