შერიგება თითქმის 2 წლის შემდეგ - კვარაცხელიას მწვრთნელის ქალიშვილი და ფერან ტორესი კვლავ ერთად არიან, იქამდე კი ეს ჭორები იყო...

AutoSharing Option
Dailymail-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" შემტევი ფერან ტორესი და პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს ქალიშვილი სირა მარტინესი შერიგდნენ.

წყვილი ერთმანეთს 2023 წლის მაისში დაშორდა და ამის მიზეზი გოგონას გადაწყვეტილება გახდა, რომელსაც სურდა, რომ მთლიანი ფოკუსირება თავის საცხენოსნო კარიერაზე მოეხდინა.

ამ პერიოდის განმავლობაში კი სირამ არაერთი გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც. საინტერესოა, რომ გოგონა მედიამ ტორესთან დაშორების შემდეგ ორ მამაკაცს დაუკავშირა, თუმცა ეს ჭორები არასდროს დადასტულებულა. 

მარტინესის სახელი ჯერ ესპანელ მოტოციკლისტ ალექს მარკესტთან ასოცირდებოდა, შემდეგ კი "სოსიედადის" მცველ რობინ ლე ნორმანდთან.

სირა და ფერანი დაშორებამდე ერთად 2022 წლიდან იყვნენ და ადრე გავრცელებული ცნობით, ტორესი "სიტიდან" "ბარსელონაში" იმიტომ გადაბარგდა, რომ ესპანეთში გოგონასთან ერთად ეცხოვრა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
შეუდარებელი სტატიაა. მადლობა ავტორს. მეტი ასეთი სტატია ქართულ სპორტულ პორტალებზე!
YNWA
14:25 04-02-2025
3
ქართველ სპორტსმენების რომანებზეც დაწერეთ ბარემ,აგერ მამუკელაშვილსაც ყავს ამერიკელი კალათბურთელი შეყვარებული ინსტაგრამზე ფოტოები უდევს!!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული