გზა, საკვები, დაცვა - რა საკითხები აღელვებს "ტრენჩინის" თავკაცს "ტორპედოსთან" ჯახში

AutoSharing Option
ევროპალიგის I საკვალიფიკაციო წრეში წილისყრამ ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქედ სლოვაკური "ტრენჩინი" არგუნა, სადაც ქართველი გიორგი ბერიძე თამაშობს.

კახა ჩხეტიანი: საქართველო კარგად ჯერ სლოვაკეთში უნდა წარმოვაჩინოთ

წილისყრის შედეგს გამოეხმაურა "ტრენჩინის" თავკაცი მარტინ შეველა:

"ქართული კლუბი ჩვენთვის თითქმის უცნობია. ვიცით, რომ ქუთაისი ტრენჩინიდან საკმაოდ დაშორებულია, 3000 კილომეტრზეა. ინფორმაციას გიორგი ბერიძისგან და იოჟკა კონტირასგან ვაგროვებთ, რომელიც საქართველოს ნაკრების თავკაცის, ვლადიმირ ვაისის ასისტენტია.

ვიცით, რომ "ტორპედო" ძირითადად საკუთარ აღზრდილებს ეყრდნობა. 3-4 წლის წინათ მახსოვს, "ჟილინას" ხვდებოდნენ და მაშინ "ჟილინას" ფეხბურთელებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჰქონდათ.
ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იქაურ საკვებს.

"ტორპედოსთან" თამაშში შეტევაში ეფექტურები და დაცვაში ფრთხილები უნდა ვიყოთ".

ასევე ვიტყვით, რომ ახლახან გიორგი ბერიძემ საბოლოოდ გააფორმა ხელშეკრულება "ტრენჩინთან" და კიდევ ერთი სეზონით დარჩა იჯარით აღნიშნულ კლუბში, ისე კი ბელგიური "გენტის" საკუთრებაა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა პურმარილის ქვეყანაო ???
მ.მ
20 ივნისი 2017 11:21
0
იმერულ სუფრას და საჭმელებს, რომ არაფერი დაეწუნება ამას საკამათოს მართლა ვინმე სამკურნალო თუ გახდის, ის ერთერთი საუკეთესოა არამარტო საქართველოში არამედ ალბათ მსოფლიოშიც. თუმცა აქ სპორტსმენების კვებაზეა საუბარი და არა საქეიფო და დროს სატარებელ სუფრაზე. მაგრამ ჩვენ ყურადღება არ გადაგატანინონ მთავარიდან და ყურადღება არ მოგვიდუნონ, ეს მათი ერთერთი ხერხია ბრძოლის. გამარჯვებას და თანაც დამაჯერებელს ვუსურვებ საქართველოს სათაყვანო გუნდს ქუთაისის "ტორპედო"-ს და ქუთაისელებს.
gizog
20 ივნისი 2017 11:19
0
მე სამტრედიას ბალეშიკი ვარ მარა სლოვაკი რო ასე ამრეზით ლაპარაკობს უნდა დაანგრიოს ტორპედომ თამაშით სამწუხაროდ სამტრედიას რა შანსი აქ არ ვიცი .
SOSo
20 ივნისი 2017 10:33
0
ვაი ჩემ პატრონს სხვისას არ ვეხები სლოვაკი რო სუფრას დაგიწუნებს მართლა ვაი და ქუთაისი შორსააო რო ამბობს მაგას ცოტა წამკურნალება ჭირდება.
samtredski
20 ივნისი 2017 10:30
0
ეს ცოტა ვერ არი მგონი, ქუთაისი თუა 3000 კმში ქუთაისიდანაც იგივე მანძილი არაა თუ ორივე თამაში ქუთაისში იმართება? მეორე იმერლებს სუფრას კაცი, რომ დაუწუნებ გასასინჯი ხარ ნაღდად.
Me
20 ივნისი 2017 08:54
0
ჭამეთ ბიძია ჰამბურგერები და არ გექნებათ პრობლემა. იმერულ სუფრას თქვენ ვერასდროს ჩაწვდებით.
გიგა
20 ივნისი 2017 00:36
0
ქუთაისში რომ სუფრა და საჭმელი იციან, სლოვაკეთში დაგესიზმრებათ)))))
llcl
19 ივნისი 2017 17:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული