ევროპა ლიგა. II ტური: ქართველებიდან მხოლოდ კვირკველიამ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის II ტურის შეხვედრებში ქართველმა ლეგიონერებმაც მიიღეს მონაწილეობა.

გურამ კაშიას არნემის "ვიტესი“ საფრანგეთში "ნიცასთან“ 0:3-ზე განადგურდა, K ჯგუფში უქულოდაა და შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდება. ამ შეხვედრის 51-ე წუთზე სტადიონზე განათება გამოირთო, თამაში შეწყდა და 10 წუთის შემდეგ განახლდა. კაშიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. "ნიცას“ ფორვარდი მარიო ბალოტელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თავი არაფრით არ გამოუჩენია და 73-ე წუთზე შეცვალეს. დუბლი ალასან პლეამ შეასრულა, ხოლო 1 გოლი ალან სან -მაქსიმინმა გაიტანა.

ჯაბა ჯიღაურის სკოპიეს "ვარ
დარი“ ნორვეგიაში "რუსენბორგთან“ 1:3-ზე დამარცხდა და L ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ჯიღაურმა შეუცვლელად იასპარეზა და 41-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ვაკო გვალია ისევ არ შეიყვანეს "ბატეს“ განაცხადში და მისმა გუნდმა ლონდონის "არსენალთან“ 2:4 წააგო. ორჯერ დაამწუხრა ბელორუსული გუნდი თეო უოლკოტმა, თითოჯერ კი რობ ჰოლდინგმა და ოლივიე ჟირუმ პენალტით. აღსანიშნავია, რომ ჟირუმ "მეთოფეთა“ რიგებში მე-100 გოლი გაიტანა.

სამაგიეროდ საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა“ მოსკოვში ჩეხეთის "ზლინს“ 17 წუთში 3 ბურთი გაუტანა (ჰეთ-ტრიკი პორტუგალიელმა ნახევარმცველმა მანუელ ფერნანდესმა შეასრულა) , შემდეგ თამაში დააწყნარა, უპრობლემოდ აიღო 3 ქულა და F ჯგუფში გალიდერდა. კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა.

A ჯგუფი
ასტანა-სლავია 1:1
გოლები: 0:1 ნგადო-ნგაჯუი (18), 1:1 ტომასოვი (42)

მაკაბი თ-ვილიარეალი 0:0

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: ასტანა-მაკაბი, ვილიარეალი-სლავია.

B ჯგუფი
პარტიზანი-დინამო კ. 2:3
გოლები: 1:0 ოზეგოვიჩი (34), 2:0 ტავამბა (42), 2:1 მორაეში (54-პენ), 2:2 ბუიალსკი (68), 2:3 მორაეში (84)

სკენდერბეუ-იანგ ბოისი 1:1
გოლები: 1:0 სოვე (65), 1:1 ასალე (72)

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: სკენდერბეუ-პარტიზანი, დინამო-იანგ ბოისი.

C ჯგუფი
ლუდოგორეცი-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 0:1 კადერჟაბეკი (2), 1:1 დიაკოვი (46), 2:1 ლუკოკი (72)

ბრაგა-ბაშაქშეჰირი 2:1
გოლები: 1:0 ჰასანი (26), 1:1 ემრე (28), 2:1 ფრანსერჟიო (89)

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: ბრაგა-ლუდოგორეცი, ჰოფენჰაიმი-ბაშაქშეჰირი.

D ჯგუფი
აეკ-აუსტრია 2:2
გოლები: 1:0 ლივაია (28), 1:1 მონშაინი (43), 1:2 ტახური (49), 2:2 ლივაია (90)

მილანი-რიეკა 3:2
გოლები: 1:0 ანდრე სილვა (14), 2:0 მუსაკიო (53), 2:1 აკოსტი (84), 2:2 ელეზი (90-პენ), 3:2 კუტრონე (94)
მილანი (3-5-2): დონარუმა - მუსაკიო, ბონუჩი, რომანიოლი - აბატე, ლოკატელი, ჩალჰანოღლუ (46. ბონავენტურა), კესი (70. მაური), ბორინი - კუტრონე, ანდრე სილვა (82. სუსო)

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: მილანი-აეკ, აუსტრია-რიეკა.

E ჯგუფი
ლიონი-ატალანტა 1:1
გოლები: 1:0 ბ. ტრაორე (45), 1:1 ა. გომესი (57)

ევერტონი-აპოლონი 2:2
გოლები: 0:1 ადრიანი (12), 1:1 რუნი (21), 2:1 ვლასიჩი (66), 2:2 იუსტე (88)
გაძევება: რობერჟი (86. აპოლონი)

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: ევერტონი-ლიონი, ატალანტა-აპოლონი.

F ჯგუფი
ლოკომოტივი მ.-ზლინი 3:0
გოლები: 1:0 ფერნანდეში (2-პენ), 2:0 ფერნანდეში (6), 3:0 ფერნანდეში (17)

შერიფი-კოპენჰაგენი 0:0

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: შერიფი-ლოკომოტივი, ზლინი-კოპენჰაგენი.

G ჯგუფი
პლზენი-ბეერ შევა 3:1
გოლები: 1:0 პეტრჟელა (29), 1:1 ნვაკაემე (69), 2:1 კოპიჩი (76), 3:1 ბაკოში (89)

ლუგანო-სტიაუა 1:2
გოლები: 1:0 ბოტანი (14), 1:1 ბუდესკუ (58), 1:2 მარანაო (64)

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: ლუგანო-პლზენი, ბეერ შევა-სტიაუა.

H ჯგუფი
კიოლნი-ცრვენა ზვეზდა 0:1
გოლი: 0:1 ბოაკიე (30)

ბატე-არსენალი 2:4
გოლები: 0:1 უოლკოტი (9), 0:2 უოლკოტი (22), 0:3 ჰოლდინგი (25), 1:3 ივანიჩი (28), 1:4 ჟირუ (49-პენ), 2:4 გორდეიჩუკი (67)
არსენალი (3-4-2-1): ოსპინა - ჰოლდინგი, მერტეზაკერი, მუსტაფი - ნელსონი (79. მაკგუანი), უილოკი (89. ნკეტია), ელნენი, მეიტლენდ-ნილსი - უოლკოტი, უილშირი - ჟირუ

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: ბატე-კიოლნი, ცრვენა ზვეზდა-არსენალი.

I ჯგუფი
ზალცბურგი-მარსელი 1:0
გოლი: 1:0 დაბური (73)

კონია-გიმარაეში 2:1
გოლები: 1:0 არაზი (24), 2:0 მილოშევიჩი (48), 2:1 ურტადო (74)

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: კონია-ზალცბურგი, მარსელი-გიმარაეში.

J ჯგუფი
ბილბაო-ზორია 0:1
გოლი: 0:1 ხარატინი (26)

ოსტერსუნდსი-ჰერტა 1:0
გოლი: 1:0 ნური (22-პენ)

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: ოსტერსუნდსი-ბილბაო, ზორია-ჰერტა.

K ჯგუფი
ლაციო-ვარეგემი 2:0
გოლები: 1:0 კაისედო (18), 2:0 იმობილე (90)
ლუ
ნიცა-ვიტესი 3:0
გოლები: 1:0 პლეა (16), 2:0 სან-მაქსიმინი (45), 3:0 პლეა (82)

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: ნიცა-ლაციო, ვარეგემი-ვიტესი.

L ჯგუფი
როსენბორგი-ვარდარი 3:1
გოლები: 1:0 ბენდტნერი (25), 2:0 კონრადსენი (56), 3:0 ჰედენსტადი (68), 3:1 ფელიპე (91)

ზენიტი-სოსიედადი 3:1
გოლები: 1:0 რიგონი (5), 2:0 კოკორინი (24), 2:1 დ. ლორენტე (41), 3:1 კოკორინი (60)

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი: ზენიტი-როსენბორგი, ვარდარი-რეალ სოსიედადი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული