საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" "ატლეტიკოსთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" მადრიდში "ატლეტიკოსთან" განადგურდა 0:3.

მასპინძლებს ამ შეხვედრაში ძირითადი მეკარე იან ობლაკი და მცველი დიეგო გოდინი აკლდათ. პირველს ხელი სტკივა, ხოლო მეორეს ვირუსული დაავადება აქვს. რაც შეეხება სტუმრებს, თავის გუნდს ტრავმირებული თავდამსხმელები არი და ჯეფერსონ ფარფანი ვერ დაეხმარენ.

როხიბლანკოს კარში პირველად ჩადგა შარშან "ბოკა ხუნიორსიდან" გადაყვანილი 22 წლის აქსელ ვერნერი. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს უკანასკნელ 6 საშინაო მატჩში არ ჰქონდა გოლი გაშვებული. არც ამჯერად გაუშვა.

"ლოკოს" მწვრთნელმა იური სიომინმა დაცვითი ტაქტიკა აირჩია, გუნდი
5-3-1 ტაქტიკური სქემით ათამაშა და ცალკარა მატჩი გამოვიდა.

23-ე წუთზე ანგარიში 30 მეტრიდან ძლიერი დარტყმით საულმა გახსნა, 31-ე წუთზე კი კარიდან მეკარე გილერმე წინდაუხედავად გამოვიდა და გრიზმანმა საჯარიმოს გარედან მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა გოლი.

სამაგიეროდ შესვენების შემდეგ დიეგო კოშტამ გაიტანა, რომელმაც კიპერის მოგერიებულ ბურთზე ყველას დაასწრო. მერე კოშტას დარტყმულ ბურთს ჩორლუკა გადაეფარა და თავისი გუნდი მესამე გოლისგან იხსნა.

მაინც გაიტანა მესამე გოლი "ატლეტიკომ" 90-ე წუთზე (კოკემ) და განმეორებითი მატჩი ფორმალობადღა იქცა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა უზარმაზარი გახლავთ და ეს "ნიცა" არაა, რომელიც მოსკოველებმა წინა ეტაპზე დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეჩვენება თუ სამივე გოლში "წვლილი" კვირკველიას მიუძღვის? :)) ყოჩაღ კვირკვე ეგრე უნდათ რუსებს :))
0
მეგონა ლოკომოტივი არა,მაგრამ ჩვენი რომელიმე გუნდი კი თამაშობდა,ვერ გაარჩევდა კაცი.ძალიან უსუსურები იყვნენ მოსკოველები
tazo
09:47 09-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული