დიეგო სიმეონე შესაძლოა, სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, "ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე უეფამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.

"არსენალთან" ევროპა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მსაჯმა კლემან ტიურპენმა "ატლეტიკოს" მცველი შიმე ვრსალკო გააძევა, შემდეგ კი 3 წუთში სიმეონეც მიაყოლა, რომელიც ლიუკა ერნენდესთან უხეშობისთვის ექტორ ბელერინისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებას ითხოვდა.

გაძევებისთვის მწვრთნელი ავტომატურად ორმატჩიანი  დისკვალიფიკაციით ისჯება, მაგრამ რეფერიმ პროტოკოლში აღნიშნა, რომ არგენტინელმა შეურაცხყოფა მიაყენა და შეიძლება, სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.

ასე რომ, ფინალში გასვლის შემთხვევაში, დიეგომ შესაძლოა, ვერ უხელმძღვანელოს თავის გუნდს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული