დუნაისკა სტრედა VS დინამო - თბილისელები ტალანტების იმედად

AutoSharing Option
დღეს, 12 ივლისს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სლოვაკურ "დუნაისკა სტრედას" დაუპირისპირდება.

შეხვედრა სლოვაკეთში, დუნაისკა სტრედაში, "მოლ არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ, მატჩს არც ერთი ქართული არხი არ აჩვენებს. სტრიმის არსებობის შემთხვევაში Sportall.ge მას შემოგთავაზებთ.

თბილისელები სლოვაკეთში ერთი დღით ადრე ჩავიდნენ, მატჩისწინა ვარჯიში გამართეს და პრესკონფერენციაზე მომავალ დაპირისპირებაზე კახა კაჭარავამ ისაუბრა.

"დინამოს" ის უპირატესობა აქვს, რომ ჩვენთან ჩემპიონატი მიმდინარეობს. სლოვაკეთში მაისში დასრულდა და "დუნაისკაზე" უკეთეს ფორმაში ვიმყოფებით. ვიტყვი, რომ ჩემი გუნდი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მატჩის პირველი გოლი ჩვენ გავიტანოთ. გუნდის მიზანი გამარჯვებაა, თუმცა ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. გპირდებით, რომ ვიბრძოლებთ", - განაცხადა თბილისელთა თავკაცმა.

რა ხდება "დინამოში"?
თბილისელთა შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვილილებები არ არის. კლუბმა მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაიმატა.

29 წლის მოლდოველი გოლკიპერი - სტეფან სიკაჩი. სიკაჩი სხვადასხვა დროს ტირასპოლის "შერიფის", ასტრახანის "ვოლგარის", ბელგოროდის "სალიუტის", მოსკოვის "ტორპედოს" და "აფიპსის" რიგებს იცავდა, გასული სეზონის პირველ ნახევარში კი ფოთის "კოლხეთში" ასპარეზობდა.

მეორე ახალწვეული კი ყველასთვის კარგად ნაცნობი მათე ვაწაძეა. ვაწაძე "დინამოში" 2005 წლიდან 2010 წლის ბოლომდე ასპარეზობდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 68 მატჩში 32-ჯერ გამოიჩინა თავი. ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბოლოს დანიური "სილკებორგის" ღირსებას იცავდა, მანამდე კი დანიურ "ვიბორგსა" და "ორჰუსში" გამოდიოდა. მათეს ასევე "ვოლგაში", გორის "დილასა" და "ლოკომოტივში" უთამაშია.

სხვა შემთხვევაში გუნდი არსებული კონტინგენტით აპირებს მეტოქესთან დაპირისპირებას.

მეტოქე
"დუნაისკა სტრედას" ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე", დღევანდელი მდგომარეობით, 6.50 მილიონია. რაც შეეხება "დინამოს", მისი ფასი 5.03 მილიონი ევროა. გუნდში 15 ლეგიონერია, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის დიდ ნაწილს იკავებენ.

გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველი ზსოლტ კამარია. ის "ლაიპციგიდან" იყო იჯარით, თუმცა კლუბმა ის გამოისყიდა.

ბომბარდირი წინა სეზონში 10 გოლით სლოვაკი ერიკ პაცინდა იყო, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

"დუნაისკა სტრედას" კარგი დაცვა ჰყავს. მაგალითად, პანამელი ერიკ დავისი მსოფლიო ჩემპიონატზე იყო და თუნდაც ბელგიასთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. აგრეთვე, მასთან ერთად დაცვის ჯაჭვს სლოვაკი, სერბი და ხორვატი ფეხბურთელები კრავენ.

სლოვაკური გუნდის კარის დარაჯი ჩეხი პატრიკ მაცეია, რომელიც მეტ-ნაკლებად სტაბილურად თამაშობს. ის, წინა სეზონის მიხედვით, საშუალოდ შეხვედრაში ერთ გოლს უშვებდა, რაც არცთუ ისე კარგი შედეგია.

ნახევარდაცვასა და შეტევაში "დუნაისკას" ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სანაკრებო გამოცდილებაც აქვთ. მაგალითად: თომას ჰუკი - სლოვაკეთის ნაკრები.

მოლოდინი
თბილისელთა მეტოქე დაუძლეველ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა კლუბის მხრიდან უფრო მეტ ტრანსფერს ველოდით, რათა კითხვის ნიშნებიც არ დარჩენილიყო.

კახა კაჭარავამ კარგად იცის თავისი საქმე, იცის, თუ რა დაუპირისპიროს მეტოქეს. მას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის აღება საკუთარ თავზე შეუძლიათ.  დღევანდელი "დინამო" მთავარ გათვლას მის ტალანტებზე აკეთებს და გუნდს ოთარ კიტეიშვილი ლიდერობს.

მსაჯები
შეხვედრას ბოსნიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 33 წლის ირფან პელიტო გახლავთ. მას ასისტენტობას სენად იბრისიმბეგოვიჩი და დავორ ბელიო გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ჰარის კალიანაჩი იქნება. მატჩის დელეგატია ჩეხი პეტრ ფუსეკი, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი პორტუგალიელი ლუსილიო ბატისტა გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ადრე მახსოვს ხალხს იმაზე ქონდა პრეტენზია,რომ ქართველ ახალგაზრდებს არ აძლევენ შანს და ჩამოყავთ ვიღაც ჭ კლასის ფეხბურთელებიო და იმათ ათამაშებენო ეხლა ახალგაზრდებით შევსებული გუნდი გაიყვანა და ეხლა ამაზე ვაკრიტიკებთ კლუბს კარგი ლეგიონერები როგორიც ჩვენ გვინდა აქ არ ჩამოდიან და არც ჩამოვლენ არ დაინტერესდებიან ამ ჩემპიონატით ამ დონით და იმ ნავტალინიდან ამოღებულ ფეხბურთელებს ქართველ ბიჭებმა ითამაშონ ამ დონეზე ნამდვილად მირჩევნია მე პირადად
giorgi
12 ივლისი 2018 19:56
1
მოდი ეგ დაყენებული ფრაზები არ გვინდა რა კაცურად. ცოტა თავს რომ იწუხებდნენ და ნორმალურ სკაუტინგს აკეთებდნენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა საშუალო ევროპული დონის ჩემპიონატებში სათამაშო დრო რომ არ ეძლევათ. დიდი სიხარულით წამოვლენ და ითამაშებენ აქ... აბა ცოტა წესიერი ხელფასის გადახდა თუ არ გინდა ისე რა წარმატებაზეა საუბარი. ამ ახალგაზრდებს 2-3 ნორმალური ლეგიონერი უნდა და სერიოზულ შედეგს დადებენ. 2 და მნიშვნელოვანი თემა რაცაა, კარგი არ მოგყავს არავინ წესიერი, მაგრამ რატო იტყუები ყოველ ზაფხულს რომ ისეთ ლეგიონერებს ჩამოარიხინებ ქვეყანაში აქამდე რომ არ ყოფილან??? ფიფიას და ჩაჩავას ეხებათ ეს თორემ საწყალმა ფრუიძემ თქვა ალალად არიქნება ჩვენი საშველი უკაპიკოდ ვართო
ვაი
12 ივლისი 2018 21:18
0
წარმატებები დინამოს! ფიფიას კიდე წყევლა არ დააკლდეს იმის გამო რა დღეშიც ჩააგდო ქართული ფეხბურთის ფლაგმანი!
Vakhtang Lobzhanidze
12 ივლისი 2018 19:10
5
გეზი ამერიკულ ფეხბურთზე უნდა ავიღოთ
usa
12 ივლისი 2018 17:18
1
სად უყუროთ ეხლა თამაშს თქვე უნამუსოებო? მერე იტყვიან არავის აინტერესებს საქართველოს ჩემპიონატიო აქედან იწყება ინტერესი პირველ რიგში
dato
12 ივლისი 2018 15:18
0
პირველი არხი ცნობისთვის დინამოს თამაშია 23:00 საათზე. შესარჩევს 1 წელი ელოდება ხალხი და თქვენ კიდე მხატვრულ ფილმს უშვებთ.არ გრცხვენიათ?
Giorgi
12 ივლისი 2018 15:07
0
სირცხვილია არცერთი არხი რო არ აჩვენებს თამაშს სირცხვილიიიიი!!
Giorgi
12 ივლისი 2018 13:38
3
რათ გინდა ამათი საცოდაობას რო უყურო?
krazana
12 ივლისი 2018 17:16
5
რატომაა სირცხვილი?! წინა წლებში რომ აჩვენეს ხომ რას ამბობ, დაგლიჯეს ყველაფერი ისე ითამაშეს!! -_-
პ.ს. ორივე მატჩი ჩასმულია პირველი არხის განრიგში.. ჩიხურას 19:00 წუთზე და დინამოს 23:00 წუთზე, წეღან ვნახე
ზურა
12 ივლისი 2018 15:29
3
ძაან კარგათ იცის რაც უნდა ქნას კაჭარავამ !!! წარმატებები დინამოს
el Cano
12 ივლისი 2018 13:35
2
Potis kolxeti upro karg transferebs aketebs vidre dinamo cesieri begburteli ver ikides mtelo clos mandzlize ro am shexvedrebistvis momzadebulikvnen
Zura
12 ივლისი 2018 13:15
3
ნეტა მართლა იცოდეს კაჭარავამ რა უნდა ქნას.
ჰაჰა
12 ივლისი 2018 12:23
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული