ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "მანჩესტერთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.
"კარგად ვითამაშეთ და წაგებით იმედგაცრუებულნი ვართ. დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ გარჯა გვმართებს.
ვიცოდით, მარუან ფელაინის ფაქტორის გამო სტანდარტული მდგომარეობებისათვის თავი უნდა აგვერიდებინა, მაგრამ ამ სეზონში მეტოქეებს ხშირად ვაძლევთ საჯარიმოების შესრულების საშუალებას. "მანჩესტერს" მხოლოდ ასე შეეძლო გოლის გატანა და ამის შესაძლებლობა მივეცით.
მიუხედავად დამარცხებისა, ჯგუფის ლიდერები ვართ. "მანიუსთან" მოგება და წაგება მისაღები შედეგია.
მიუხედავად დამარცხებისა, ჯგუფის ლიდერები ვართ. "მანიუსთან" მოგება და წაგება მისაღები შედეგია.
ვფიქრობ, კარგი გაკვეთილი მივიღეთ, რადგან თამაშს არ უნდა გამოვეთიშოთ. ვუყურე როგორ გაიმარჯვა "მანჩესტერმა" გასულ
უქმეებზე ამავე სტილში: 80 წუთის მანძილზე ბევრი არაფერი არ გაუკეთებიათ და მოიგეს.
დღეს შეგვეძლო ვადამდე გაგვენაღდებინა პირველი ადგილი. გუნდს კარგი ასპარეზობისთვის შევაქებ, თუმცა უშედეგო თამაში არაფრად არ ღირს.
რონალდოს გოლი არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ უამრავი მომენტი გვქონდა. პირველ ტაიმში 3-4 გოლის გატანა შეგვეძლო.
ფეხბურთში შეიძლება გაიმარჯვო ან დამარცხდე, კარგი ამბავი მხოლოდ ისაა, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ".