"მანჩესტერ იუნაიტედს" "ლეჩედან" განაპირა მცველის დამატება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" "ლეჩედან", ახალგაზრდა განაპირა მცველის პატრიკ დორგუს დამატება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 20 წლის დანიელმა ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებში" გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა და ახლა შეთანხმებას კლუბებმა უნდა მიაღწიონ.

"ლეჩე" დორგუს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად დათმობას არ აპირებს, ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა "იუნაიტედი" ამ თანხის გადახდას.

დორგუმ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 20 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული