ევროპა ლიგა. V ტურის წინ: ქართველების გუნდები პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვიან

AutoSharing Option
29 ნოემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩები გაიმართება.

ქართული ფეხბურთელების გუნდები კვლავ აგრძელებენ ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას.

მივყვეთ თანმიმდევრულად.

D ჯგუფი. ანდერლეხტი-ტრნავა. 21:55
ვახტანგ ჭანტურიშვილი და დავით სხირტლაძე, დიდი ალბათობით, "ტრნავის" სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ შეხვედრას. ჯგუფიდან გასასვლელად "ტრნავას" ორივე დარჩენილი მატჩის მოგება სჭირდება, თუმცა ტრნაველები მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ვერ იქნებიან, ქულები უნდა დაკარგოს "ფენერბაჰჩემ". ჭანტურიშვილი კარგ ფორმაშია, ჩემპიონატის წინა ტურში მან თავი გოლით გამოიჩინა.

E ჯგუფი. ვორსკლა-არსენალი. 21:55
"ვორსკლას" ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე კობახიძე ტრავმის გამო ვერ ეხმარება გუნდს,
ხოლო ანდრო გიორგაძის ხილვა სასტარტოში ნაკლებსავარაუდოა. საერთოდ ჩატარდება ეს მატჩი თუ არა, უცნობია. ჯერ შეხვედრა პოლტავიდან კიევში გადაიტანეს, როცა ხალხს უკვე ბილეთები ჰქონდა ნაყიდი. ამის გამო უკმაყოფილება "ვორსკლას" პრეზიდენტმაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ კიევში შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არ არიან და არ იცის, საერთოდ თუ ჩამოვა "არსენალი". ასევე გასათვალისწინებელია უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება.

"ვორსკლაც", "ტრნავისა" არ იყოს, მხოლოდ საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული. მას ორივე მატჩის მოგება და მეტოქეების ქულების დაკარგვა აწყობს.

F ჯგუფი. მილანი-დუდელანჟი. 21:55
ლევან ყენიას "დუდელანჟი" 4 წაგებით ჯგუფის ბოლო ადგილზეა და გასვლის შანსი არ აქვს. მხოლოდ იმით შეგვიძლია დავტკბეთ, რომ ლევან ყენია, სავარაუდოდ, "მილანის" წინააღმდეგ ითამაშებს.

G ჯგუფი. სპარტაკი-რაპიდი. 19:50
ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" სხვებთან შედარებით ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატია, მაგრამ ამისთვის დიდი ბრძოლა მოუწევს, რადგან ჯგუფში ყველა მონაწილეს აქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ახალი მწვრთნელი ანანიძეს ჯერ არ სწყალობს.

J ჯგუფი. კრასნოდარი-ახისარი. 21:55
თორნიკე ოქრიაშვილი მოედანს 25 ნოემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში დაუბრუნდა, როცა მისმა გუნდმა ტულის "არსენალს" 3:0 მოუგო. ამ გამარჯვებით "კრასნოდარი" მეორე ადგილზე დაწინაურდა. ქართველი შემტევი მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა.

"კრასნოდარმა" ევროპის ლიგის J ჯგუფში 9 ქულა დააგროვა და "სევილიასთან" ერთად ლიდერობს. ეს კი ის "სევილიაა", რომელსაც ოქრიაშვილმა 4 ოქტომბერს "მაკრატელათი" გაუტანა და თავისიანებს 3 ქულა მოუტანა. "კრასნოდარის" დღევანდელ მეტოქეს კი ჯერ ქულა არ აუღია...

altოქრიაშვილი: ხვალ თოვლშიც დავარტყამ "მაკრატელას"

A ჯგუფი
21:55 ლევერკუზენი-ლუდოგორეცი
21:55 ციურიხი-ლარნაკა

B ჯგუფი
21:55 ზალცბურგი-ლაიპციგი
21:55 რუსენბორგი-სელტიკი

C ჯგუფი
21:55 ბორდო-სლავია
21:55 ზენიტი-კოპენჰაგენი

D ჯგუფი
21:55 ფენერბაჰჩე-დინამო ზ
21:55 ანდერლეხტი-ტრნავა

E ჯგუფი
21:55 ყარაბაღი-სპორტინგი
21:55 ვორსკლა-არსენალი

F ჯგუფი
21:55 ბეტისი-ოლიმპიაკოსი
21:55 მილანი-დუდელანჟი

G ჯგუფი
19:50 სპარტაკი-რაპიდი
23:59 რეინჯერსი-ვილიარეალი

H ჯგუფი
23:59 აინტრახტი-მარსელი
23:59 აპოლონი-ლაციო

I ჯგუფი
23:59 მალმიო-გენკი
23:59 სარპსბორგი-ბეშიქთაში

J ჯგუფი
21:55 კრასნოდარი-ახისარი
23:59 სტანდარდი-სევილია

K ჯგუფი
19:50 ასტანა-დინამო კ
23:59 იაბლონეცი-რენი

L ჯგუფი

21:55 ბატე-მოლ ვიდი
23:59 ჩელსი-პაოკ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული