ევროპა ლიგა. 1/8 ფინალი. კიევის "დინამო" "ჩელსისთან" 0:3 დამარცხდა - გიორგი წიტაიშვილი სათადარიგო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
8 მარტს, ევროპა ლიგის დარჩენილი 3 პირველი 1/16-ფინალური მატჩი ჩატარდა.

კიევის "დინამო" ლონდონში 0:3 დამარცხდა "ჩელსისთან" და პრაქტიკულად უშანსოდ დარჩა.  მთელი 90 წუთის განმავლობაში კიეველებს კარში ერთხელაც არ დაურტყიათ ბურთი. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი სათადარიგო იყო.

ასევე დამაჯერებლად იმარჯვა სახლში "ნაპოლიმ", რომელმაც "ზალცბურგს" 3:0 მოუგო და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

"ვალენსიამ" კი "კრასნოდარს" მინიმალური ანგარიშით (2:1) მოუგო და ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.

განმეორებითი შეხვედრები 14 მარტს გაიმართება.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - დინამო (კ) 3:0
გოლები: 1:0 პედრო (17), 2:0
ვილიანი (65), 3:0 ჰადსონ-ოდოი (90)


ნეაპოლი. "სან პაოლო"
ნაპოლი - ზალცბურგი 3:0
გოლები: 1:0 მილიკი (10), 2:0 ფაბიან რუისი (18), 3:0 ონგუენე (58, საკ. კარში)


ვალენსია. "მესტალია"
ვალენსია - კრასნოდარი 2:1
გოლები: 1:0 როდრიგო (12), 2:0 როდრიგო (24), 2:1 კლასონი (63)




მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიანაც კარგი, შეუძვრეს სურკისს და ხახოლებს ჰეორჰიი, ჩვენს ნაკრებში კი არც უნდა მიეცეს თამაშის უფლება სულ რომ ხვეწნა დაიწყოს... მშობლებს და სამშობლოს არ ირჩევენ, ეს აქსიომაა!
დათო
08 მარტი 2019 11:11
0

სიახლეები პოპულარული